საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია

შეიქმნა:

  • პროფესიონალური ურთიერთობებისათვის;
  • ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, დიზაინი სფეროში არსებული პრობლემების განსახილველად და გადასაჭრელად;
  • ასოციაციის წევრთა ბიზნესის ხმარდასაჭერად;
  • არქიტექტორთა საერთაშორისო ფესტივალების, საერთაშორისო კონკურსების - წარმატებით ჩასატარებლად;
  • "არქიტექტორთა კლუბის", ჟურნალი "სტილის" პოპულარიზაციისათვის;

საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია - არქიტექტორების და დიზაინერების გაერთიანება - შესაძლებლობას მისცემს პროფესიონალებს განიხილონ არქიტექტურის და მშენებლობის სფეროში არსებული პრობლემები, სიახლეები, პროექტები, ნოვატორული წინადადებები, ჩაატარონ ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების, დიზაინერული თუ ფურნიტურის კომპანიების პრეზენტაციები.

 

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" სტრატეგიები:

  • მაღალგანვითარებული, დახვეწილი, ერთიანი, თვითრეგულირებადი, პროფესიონალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება არქიტექტურის და სამშენებლო ბაზარზე;
  • არქიტექტურისა და მშენებლობის განვითარების ტენდენციების შესახებ ასოციაციის წევრების ინფორმირება;
  • ასოციაციის წევრებს შორის ურთიერთობის მექანიზმების ფორმირება;
  • ასოციაციის წევრების საქმიანობისთვის პროფესიონალური სტანდარტების შემუშავება;
  • ასოციაციის წევრთა სერთიფიცირებისთვის ხელის შეწყობა;
  • წვლილის შეტანა ასოციაციის წევრების ბიზნეს ზრდასა და კეთილდღეობაში;
  • ასოციაციის წევრების ინტერესების და უფლებების დაცვა, რჩევის მიცემა, დატრეინინგება, დახმარება, მხარის დაჭერა;
  • ასოციაციის წევრებისთვის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
  • ასოციაციის წევრების ინტეგრაცია არქიტექტურის და მშენებლობის პროფესიონალურ სფეროში;
  • საერთო პრობლემების გადაწყვეტა; რეკომენდაციების და პროგრამების შემუშავება არქიტექტურისა და სამშენებლო ბაზრის განვითარებისთვის;
  • ასოციაციის წევრებს შორის კონსულტაციების და ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, არქიტექტურის და სამშენებლო ბაზარზე პოზიციების შესახებ;
  • ასოციაციის წევრების ინტერესების დაცვა და წარმოჩენა საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ მუნიციპალურ სტრუქტურებში;
  • ქვეყნის არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის სრულყოფისთვის და ერთიანი მაღალესთეტიკური ქალაქდაგეგმარებითი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი, კეთილმოწყობილი ქალაქური გარემოს ჩამოყალიბებისთვის ხელის შეწყობა;
  • საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ნაციონალური სტანდარტების შემუშავება;
  • პროფესიონალთა პრესტიჟის განმტკიცება; ასოციაციის წევრთა გაზრდა; 


დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ბერბუკის ქუჩა №3, 0171, თბილისი
მობ: +995 593 42 74 73
ელ-ფოსტა: laghidze.n@gmail.com